რეცეპტის ინგრედიენტები:
ქათმის ფილე
2 მოზრდილი ბოლოკი
1 თავი პატარა ხახვი
მაიონეზი
1 ჩ.კ. უცხო სუნელი და ქინძის სუნელი
2 კბილი ნიორი
მარილი, პილპილი, წიწაკა
მომზადების წესი
მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავძიძგნოთ. ჩავახეხოთ 2 ცალი მოზრდილი ბოლოკი. ჩავაჭყლიტოთ 2 კბილი ნიორი. ჩავაჭრათ თხლად დაჭრილი თავი ხახვი. დავამატოთ უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, მარილი, პილპილი და წიწაკა. მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები