ანტონიო ბანდერასს ახალ ინგლისურენოვან დრამაში ვიხილავთ. “ალტამირა” – ასე ერქმევა ფილმს, რომლის გადაღებებიც ესპანეთში დღეს დაიწყება.
ახალი ამბავი ბანდერასმა ციურიხის კინოფესტივალზე დაადასტურა. ახალი სურათის რეჟისორი ჰიუ ჰადსონი იქნება, სცენარისტი კი – ოლივია ჰეტრიდი. ცნობილია პროდუსერთა სიაც: ლუკრეტია ბოტინი, ალვარო ლონგორია, ენდი პეიტერსონი და ლაურა ბიკფორდი.
“ალტამირას” სიუჟეტი 1879 წელს ვითარდება და მოგვითხრობს არქეოლოგსა და მის პატარა გოგონაზე, რომლებიც შემთხვევით პოულობენ გამოქვაბულის უძველეს მოხატულობას. ეს მათ ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის, ოღონდ არა უკეთესობისკენ…
“ალტამირა” სააშკარაოზე გამოიტანს იმ პრობლემას, რაც რელიგიასა და საზოგადოებაში არსებობს. ძალიან ძლიერი ფილმი იქნება და ზუსტად შეესაბამება არსებულ რეალობას!”
- განაცხადა ანტონიო ბანდერასმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ჯერჯერობით უცნობია ფილმში მონაწილე სხვა მსახიობთა სია.
მასალის გამოყენების პირობები