Le Parisien-ს ცნობით, ნაპოლეონ ბონაპარტისა და ჟოზეფინა ბოგარნეს საქორწინო კონტრაქტი აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა. აუქციონის Osenat-ი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ისტორიული დოკუმენტი 80-100 ათას ევროდ გაიყიდებოდა, თუმცა აუქციონზე საბოლოო ჯამში რეკორდული ფასი 438 ათასი ევრო დაფიქსირდა.
მყიდველი პარიზის ხელნაწერთა მუზეუმი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გაიყიდა კონტრაქტის ის პირი, რომელიც ჟოზეფინას ეკუთვნოდა.
ნაპოლეონმა და ჟოზეფინამ საქორწინო კონტრაქტს, პარიზში, 1796 წლის 18 მარტს მოაწერეს ხელი. წყვილმა ქორწილი რამდენიმე დღით ადრე 9 მარტს გადაიხადა. დოკუმენტის მიხედვით მხარეები თანხმდებიან, რომ არ გააჩნიათ ერთობლივი ქონება და რომ ერთმანეთის ვალებზე პასუხს არ აგებენ.
მასალის გამოყენების პირობები