ქუთაისში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე,რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები, აჭარისა და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,გადაწყდა,რომ საქართველოს რეგიონებში, სადაც ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი,საგანგებო შტაბები შეიქმნება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,მთავრობის წევრები და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები ყველა პოტენციურად საშიშ ზონაში ვითარებას პირადად გააკონტროლებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,დავით შავლიაშვილმა აღნიშნა,რომ ამ დროისთვის სრულად არის მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა; სვანეთის გზაზე და დევდორაკის ხეობაში,სადაც მეწყერული ადგილებია, სპეციალისტების 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული.
სხდომის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები რეგიონებში - ზუგდიდსა და ანაკლიაში,ფოთში, ოზურგეთში,ბათუმსა და სარფში განაწილდნენ. დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე ზუგდიდში იმყოფებიან. ისინი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან და ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ და მხარეში განსახორციელებელ ღონისძიებებს დაგეგმავენ.ზუგდიდის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი:
591 44 53 69.
მასალის გამოყენების პირობები