ფოთში მცხოვრები დევნილები პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად თბილისში ფეხით მიდიან. მათი განმარტებით, შიმშილობის აქციამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და პროტესტის ეს ფორმა სწორედ ამის შემდეგ აირჩიეს. დევნილები სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ფოთში ბინების განაწილების ობიექტურობის საკითხს შეისწავლის. დევნილებს სოლიდარობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარიაც, რომელიც მათთან ერთად თბილისში მიემართება.
ფოთში დევნილები რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, ისინი ახალ დასახლებაში საცხოვრებელ ბინებს მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები