ფოთის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა, რომელსაც შტაბის ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. ჯანელიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, ფოთში ვითარება მშვიდია, გარკვეული შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრება.
ამ დროისთვის,შავი ზღვის ფოთის სანაპიროზე 5- 6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, თუმცა ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული სიმძლავრე დატბორვის, ან რაიმე სერიოზული ზიანის ალბათობას გამორიცხავს. ფოთის მერის ინფორმაციით, ქალაქში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. სინოპტიკოსები კი ცუდ ამინდს რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები