ადგილობრივი თვითთმმართველობის რეფორმა,ინფრასტრუქტურული პროექტები,რეგიონის სტრატეგია და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი საქმეები,ეს ის ძირითადი საკითხებია,რაზეც დღეს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა,ზუგდიდში საკოორდინაციო შეხვედრაზე იმსჯელეს.
რადიო „ათინათთან“ საუბარში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გელა სვირავამ აღნიშნა,რომ რეგიონის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს.
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის ნუგზარ გაბელიას განცხადებით,"რეგიონული პროექტების განხორციელებისთვის 2013 წელს ჩვენს რეგიონში დაიხარჯა 192 მილიონ 567 ათას რვაას 47 ლარი, რაც შეეხება 2014 წელს,რეგიონში პროექტებისთვის იხარჯება 216 მილიონი ლარი,მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტში- 10 მილიონი ლარია გამოყოფილი,ხოლო რეგიონული პროექტების ფონდიდან 44 მილიონი ლარი".
ნუგზარ გაბელიას განმარტებით, დღესდღეობით 420 -მდე განსახორციელებელი პროექტია,რომელიც სამეგრელოს მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული.
მისი განცხადებით, 2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები