დე ფაქტო აფხაზეთის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის განკარგულებით ე.წ. პრემიერ- მინისტრად ბესლან ბუტბა დაინიშნა. დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - ასტამურ ტანია დაინიშნა.
რაულ ხაჯიმბას განკარგულების თანახმად, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე ზურაბ მარღანია გახდა. მანამდე, ამ თანამდებობას ასლან ბჟანია იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები