ინგრედიენტები:
ქამა სოკო 800 გ
არაჟანი 2 ჭ
გახეხილი ყველი 2 ჭ
მარილი და პილპილი
მომზადების წესი
სოკო დავარჩიოთ და გავრეცხოთ.სოკოებს მოვაცალოთ ქუდები, ჩავყაროთ ცეცხლგამძლე ფორმაში და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. როდესაც სოკო წვენს გაუშვებს, გამოვიღოთ ღუმლიდან და შევურიოთ არაჟანი, მარილი და პილპილი. მარილი ბევრი არ მოგვივიდეს, ვინაიდან, ყველიც მარილიანია და შეიძლება დაამლაშოს კერძი.არაჟანში არეულ სოკოს მოვაყაროთ ყველი და შევდგათ ღუნმელში, სანამ ზემოდან კარგად არ მოიბრაწება.
რჩევა
შეგვიძლია პირველად სოკო კარგად გახურებულ ტაფაზე დავყაროთ, დავახუროთ სახურავი და წვენს რომ გაუშვებს, მაშინ გადავიტანოთ თიხის ფორმაში.
მასალის გამოყენების პირობები