რუბრიკები
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის ვადა ხვალ იწურება

1-ელ ოქტომბერს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის ვადა იწურება. ამ დროისათვის უცნობია, თუ რამდენმა კომპანიამ გამოხატა ოფიციალურად ინტერესი და რამდენი კომპანიაა მზად ახალი პორტის ასაშენებლად.ცნობილია, რომ პორტის მშენებლობით ამერიკული კომპანიები უკვე დაინტერესებულნი არიან. პრემიერ-მინისტრის აშშ-ი ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია AECOM-ი ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულია და ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობასაც მიიღებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ანაკლია ღრმაწყლოვანი პორტისთვის საუკეთესო ადგილად კვლევის შედეგად შეირჩა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო საკუნსულტაციო იაპონურმა კონსორციუმმა Oriental Consultants Compaly Ltd საპარტიორო ფონდის დაკვეთით, შეარჩა.პორტის მშენებლობის პირველი და მეორე ფაზის განსახორციელებლად 700 მლნ-დან 900 მლნ დოლარამდე ინვესტიცია იქნება საჭირო. პირველი ფაზის მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს.

მთლიანი პროექტი მოიცავს 7 ფაზას, თუმცა 3 ფაზა არის სავალდებულო, ხოლო შემდგომი ფაზები უკვე დამოკიდებულია მიზანშეწნილობის კვლევაზე.პროექტის მიხედვით, ანკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. 12 წლის ვადაში მან 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს, აქედან მესამე და მეშვიდე წელს, შესაბამისად, 7 და 20 მლნ ტონა ტვირთის, 12 წლის თავზე კი 40 მლნ ტონის გამტარუნარიანობას.

ყოველ მომდევნო ეტაპის მოსამზადებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა მოამზადოს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ. პორტმა მინიმუმ 6500 კონტეინერით დატვირთული გემის მიღება. მთლიანობაში პორტის გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონა იქნება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.