რუბრიკები
მარტვილში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 621 000 ლარი გამოიყო. 1500-ადგილიანი საფეხბურთო სტადიონი ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოს დაიწყებს. მშენებარე სტადიონი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა 25 სექტემბერს დაათვალიერა. სამუშაოებს შპს „ტოტალი“ ასრულებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები