ინგრედიენტები:
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია")100 გ
გამდნარი კარაქი 50 გ
მასკარპონე 250 გ
ნაღები 35 % 150 გ
შაქრის პუდრი 1 ს.კ
კონიაკი 2 ს.კ
შოკოლადი100 გ
კაკაო
მომზადების წესი:
ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ კარაქს. ჩატკეპნეთ 20 სმ დიამეტრის ფორმის ძირში. შედგით მაცივარში.
კრემ-ყველი ათქვიფეთ ნაღებთან და შაქრის პუდრასთან ერთადრამდენიმე წუთი, მიიღებთ სქელ კრემს. შეგიძლიათ ცალცალკე გათქვიფოთ ორივე მათგანი და შემდეგ ერთმანეთს შეურიოთ. შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე, გააგრილეთ და შეურიეთ კრემს. დაამატეთ კონიაკი.
მიღებული მასა დაასხით ფორმაში, მოასწორეთ და შედგით მაცივარში გასაციებლად მთელი ღამე. შემდეგ მოაყარეთ კაკაო, დაჭერით ულუფებად და მიიტანეთ სუფრასთან.
მასალის გამოყენების პირობები