“ჰარი პოტერის” ვარსკვლავი და გენდერული თანასწორობის თავგამოდებული დამცველი ემა უოტსონი ახალ ფილმში ითამაშებს! საუბარია დოკუმენტურ დრამაზე “კოლონია”, რომელშიც მსახიობი დენიელ ბრიულთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ახალი სურათის რეჟისორი ფლორიან გოლენბერგერი იქნება.
“კოლონია” მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც ჩილეში 1973 წლის სამხედრო ვითარების მსხვერპლნი არიან და ცდილობენ, თავი დააღწიონ შექმნილ სიტუაციას.
შეგახსენებთ, რომ ემა უოტსონი ალეხანდრო ამენაბარის ფსიქოლოგიურ თრილერშიც იღებს მონაწილეობას. ის, ასევე, გამოჩნდება დემიენ ჩაზელის ახალ ნამუშევარში “Whiplash”.
“კოლონიის” გადაღებები ლუქსემბურგში, მიუნხენში, ბერლინსა და სამხრეთ ამერიკის ქალაქებში იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები