განათების ახალი ტექნიკის გამოყენებით ფრანგმა მეცნიერმა პასკალ კოტიმ დაამტკიცა, რომ ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევრის ორიგინალი ვერსია არ იყო ისეთი, როგორიც დღესაა.
პასკალ კოტი სამი წელი მუშაობდა შუქის უკუქმედების ტექნიკაზე, რომელიც ნახატის "The Lady with an Ermine" შესასწავლად გამოიყენა. ფრანგი მეცნიერის კვლევამ აჩვენა, რომ პირელად ლეონარდო და ვინჩიმ ქალის პორტრეტი ცხოველის გარეშე დახატა, მეორე ვერსიით კი, ცხოველს სხვაგვარი ბეწვი ჰქონდა ნახატის საბოლოო ვერსიასთან შედარებით.
ტექნიკას, რომელიც პასკალ კოტმა გამოიყენა, შრის გაფართოების მეთოდი (LAM) ეწოდება. ამ მეთოდით ინტენსიური განათების სხვადასხვა სერიის ნახატზე პროექტირება ხდება, რის შედეგადაც შესაძლებელია იმ რეკონსტრუქციის დანახვა, რაც ნახატის შრეებს შორის არსებობს.
ლეონარდო და ვინჩიმ "The Lady with an Ermine" სავარაუდოდ 1489 ან 1490 წელს დახატა.
მასალის გამოყენების პირობები