ბოლო ალბომის “13”-ის წარმატების შემდეგ Black Sabbath-მა კიდევ ერთი ალბომის ჩაწერა გადაწყვიტა. ოზი ოსბორნი იმედოვნებს, რომ დაიწყებს ჩაწერას გიტარისტ ტონი ლომისთან და ბასისტ გიზერ ბატლერთან ერთად 2015 წლის დასაწყისში. ოსბორნის თქმით, ახალ ალბომთან ერთად, ისინი ფინალურ ტურსაც გეგმავენ.
13-ისა და ბოლო ტურნეს წარმატების მიუხედავად, ჯგუფის ახალი ალბომისა და ტურნეს საკითხი რამდენიმე ფაქტორის გამო დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთ-ერთი მიზეზი ტონი ლომის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. მას ჯერ კიდევ 13-ის გამოსვლამდე დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, თუმცა გიტარისტმა ახალი ალბომისა და ტურის მზადებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ოსბორნის ინტერვიუდან ირკვევა, ახალ ალბომზე და ტურზე მუშაობა ოზის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყეს. “დრო არ არის ჩვენს მხარეს. მე აღარ ვარ 21 წლის და მინდა ეს მანამდე გავაკეთოთ, სანამ 70-ის გავხდები. ეს მოხდება ახლა ან არასოდეს. არ ვიცი სად დავიწყებთ ჩაწერებს, ინგლისში თუ სხვაგან, მაგრამ მე მზად ვარ ამისათვის მთვარემდეც ვიფრინო” – აცხადებს ოზი ოსბორნი.
მასალის გამოყენების პირობები