გადაუღებელი წვიმის გამო ფოთის ქუჩები დაიტბორა. რამდენიმე უბანში წყალი სახლებში შევიდა. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ სარსანიას , სამეგრელოსა და დანელიას ქუჩის მოსახლეობას. მათ საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანდათ. პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, ამ დროისთვის გათიშულია 600-მდე აბონენტი, თუმცა აღდგენითი სამუშოები დასასრულს უახლოვდება და ენერგომომარაგება მალე ქალაქს სრულად აღუდგება.
ფოთის მერის განცხადებით, ფოთში სულ 7 სატუმბი სადგური ფუნქციონირებს რაც არასაკმარისია და დატბორვის მიზეზი სწორედ ეს არის. ასევე მოსაწესრიგებელია სანიაღვრე არხებიც. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ კუთხით მათ კონკრეტული გეგმები აქვთ.
მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დღის ბოლოს ზარალის ოდენობას დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები