ინგრედიენტები:
ხაჭო 400 გ
არაჟანი 500 გ
კაკაო 5 ს.კ
ჟელატინი 35-40 გ
ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი 8 ცალი
რძე 5 ს.კ
შაქარი 2/3 ჭ
მომზადების წესი:
ჟელატინი 30 წუთით დავალბოთ ნახევარ ჭიქა ცივ წყალში.
ბლენდერში ავთქვიფოთ შაქარი, ხაჭო და არაჟანი.
ჟელატინს ზედმეტი წყალი გადავუწუროთ და ცხელ რძეში გავხსნათ. შემდეგ ჩავამატოთ ხაჭოს კრემში.
კრემი გავყოთ სამ ნაწილად. ერთს დავამატოთ კაკაო და ჩანგლით მოვურიოთ. კაკაო კარგად არ უნდა გაიხსნას.
მეორეს დავამატოთ დატეხილი ნამცხვარი, მესამე კი თეთრი დავტოვოთ.
ღრმა ფორმაში ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი და 2-2 კოვზი სხვადასხვა კრემი ჩავასხათ მონაცვლეობით. გავაციოთ მაცივარში 6 საათი.
მასალის გამოყენების პირობები