ჰოლივუდში რეჟისორ რობ კოენის ახალი ფილმი გამოდის სახელწოდებით “The Boy Next Door”. მთავარ როლს ლათინო-ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ასრულებს. ქმართან განქორწინების შემდეგ ამერიკული კოლეჯის სექსუალური მასწავლებელი ახალგაზრდა, სიმპათიურ ბიჭს ხვდება. მას თავიდან ვერც კი წარმოუდგენია, რომ უწყინარი და თავბრუდამხვევი რომანი შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მივიდეს. და მაშინ, როცა საქმე მის საკუთარ შვილს ეხება, ის მზადაა ყველაფერზე წავიდეს. მაყურებელი ჰოლივუდურ თრილერს ჯეილოს მონაწილეობით 2015 წლის იანვარში იხილავს.
მასალის გამოყენების პირობები