რუბრიკები
Ello პოპულარული ხდება
სოციალურ ქსელ Ello-ში გაწევრიანების სურვილს ყოველ ერთ საათში 31 ათასზე მეტი ადამიანი გამოთქვამს. ამის შესახებ Ello-ს დამაარსებელმა პოლ ბუდნიცმა ”ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თავდაპირველად ქსელი დაახლოებით, 90 ადამიანზე იყო გათვლილი, რომელთა უმეტესობას მისი მეგობრები შეადგენდნენ. თუმცა, მოგვიანებით ბუდნიცმა, რომელიც ველოსიპედების მაღაზიას ფლობდა, მისი გახსნა სხვა ადამიანებისთვისაც გადაწყვიტა. Ello-ს ანტიფეისბუქსაც უწოდებენ, რადგანაც სოციალური ქსელი თავის მომხმარებლებს ყოველგვარი რეკლამებისგან გათავისფლებას სთავაზობს. საიტს მინიმალისტური დიზაინი აქვს და თავის კონკურენტებთან შედარებით უფრო ადვილად გამოსაყენებელი ჩანს. ”გზადაგზვა ვსწავლობთ, ამასთან ერთად, ძალიან ძლიერი ტექნიკური მხარდაჭერა გვაქვს” - ამბობს პოლ ბუდნიცი. ”ჩენ არ განვიხილავდით ”ფეისბუქს” კონკურენტის სახით. ის ჩვენთვის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს რეკლამისთვის. ჩვენ კი სოციალური ქსელი ვართ” - განმარტავს Ello-ს დამფუძვნებელი. პოლ ბუდნიცი დებს პირობას, რომ ადრე თუ გვიან, მის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი ფულის გამომუშავებასაც შეძლებს. ”სოციალური ქსელის ტრადიციული უფასო მოდელი ოდითგანვე წარმოადგენდა წარმატების გასაღებს” - ამბობს კომპანია Forrester-ის მკვლევარი ანალიტიკოსი ჯეიმს მაკივი. ”თუ გადავხედავთ სხვა სოციალური მედიის Instagram, Pinterest, Whatsapp-ის გამოცდილებას - მიზეზი, რომლის გამოც ისინი მუშაობენ, იმაში მდგომარეობს ,რომ ყველა მათგანი უფასოა”. ამასთან ერთად, ექსპერტის აზრით, ფასიანი მომსახურება, რეკლამა და პირადი მონაცემების გაყიდვა სოციალური ქსელების ყველა მომხმარებელს არ აშინებს. ”ჩვენი ქცევებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთი კომპანიები იმას გვაძლევენ, რაც გვჭირდება, ამიტომ მათი მოღვაწეობა არავის აღელვებს. არც ერთი სოციალური ქსელი არ კარგავს მომხმარებელს იმის გამო, რომ მან რეკლამა განათავსა საიტზე ან მათი მონაცემები გაყიდა” - განაცხადა მაკივიმ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.