რუბრიკები
ადგილობრივ თვითმმართველობებში სავალდებულო კონკურსის გამართვის ვადა მეოთხედ შეიცვალა
პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილები, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსის ჩატარების ვადა ისევ შეიცვალა და ახალ ვადად 2014 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. კანონის წინა რედაქციის თანახმად, ეს ვადა 31 ოქტომბერს იწურებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ვადები ორი თვით გაუგრძელდათ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ მოხელეებსაც. კანონპროექტის ავტორის აზრით, ვადის გაგრძელება აუცილებელია, რადგან საჯარო სამსახურის ახალი რეგულაციების გამო 31 ოქტომბრამდე კონკურსების ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებების მოსწრება შეუძლებელია. განმარტებით ბარათში ვადის გაგრძელების ერთ-ერთ მიზეზად, ასევე, მოყვანილია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები, რომლებმაც კიდევ უფრო შეამჭიდროვა არსებული ვადები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კონკურსების ჩატარების თარიღის შემოთავაზებულ გადაწევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცვლილების ავტორის დასაბუთებას არგუმენტირებულად მიიჩნევს. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს რეფორმის გადაწევის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ვადების ცვლილება კი თავად ამ რეფორმის არაეფექტიანი დაგეგმვის შედეგია. „ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმა მტკივნეული პროცესია და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფორმის განვითარების თითოეული ეტაპის სტაბილურობა, ასევე, დაინტერესებული მხარეებისთვის, განსაკუთრებით კი რამდენიმე ათასი საჯარო მოსამსახურისთვის, მკაფიო და ნათელი მოლოდინების შექმნა. კონკურსების ვადების ხშირმა ცვლილებამ კი ამ პროცესს შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს“, - განმარტავს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს:

პარლამენტს, გაითვალისწინოს ყველა გარემოება სავალდებულო კონკურსის ჩატარების თარიღის განსაზღვრისას, რათა თავიდან იქნას აცილებული ვადების მორიგი ცვლილება. „საჯარო სამსახურის ბიუროსა და შესაბამისი უწყებების საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს, ჩამოაყალიბონ ძალიან ნათელი, გაზომვადი კრიტერიუმები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მიკერძოების რისკი; შეიმუშაონ საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები; გახადონ კონკურსის მიმდინარეობა, მისი შედეგები და დასაბუთება უფრო მეტად გამჭვირვალე, ინფორმაცია კი დაინტერესებული პირებისთვის - მეტად ხელმისაწვდომი“, - აცხადებს ორგანიზაცია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.