ქალაქ ფოთის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრთა განაცხადი შევიდა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის ოთარ ხარჩილავას იმპიჩმენტის საკითხს აყენებენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები ხვალ დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.
ჯერჯერობით უცნობია დაუჭერენ თუ არა საკრებულოს სხვა წევრები ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივას მხარს. სხდომა ფოთის საკრებულოში ხვალ, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები