დაბა ხაიშში,წყლმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 90 422 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა,3.700 მეტრის მანძილზე კი წყლის ახალი მილები ჩაიდო.ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაბა ხაიშის 110-მდე მოსახლეს წლების განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდა. სამუშაოები შპს „პიქსელი ჯგუფმა“ განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები