კომპანიამ The Official Charts Company 2014 წლის ამ მომენტისთვის დიდი ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი სინგლების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი ფარელ უილიამსის ჰიტს Happy უკავია. სინგლი 2013 წელს გამოვიდა და ამ დრომდე საკმაოდ აქტუალურია. პირველ ცხრა თვეში სიმღერის ტირაჟი 1 მილიონ 420 ათას ასლს შადგენდა. მეორე ადგილზე Clean Bandit იმყოფება ჰიტით Rather Be, ამ დრომდე სინგლი მილიონჯერ არის ჩამოტვირთული. სამეულს კი ჯონ ლეჯენდის All Of Me ხურავს, პრესტიჟულ ათეულში სინგლი 18 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ათეულის დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა: 4. Mr Probz -“Waves”; 5 Pitbull ft Kesha - “Timber”; 6. Ella Henderson - “Ghost”; 7. Sam Smith - “Stay With Me”; 8. Route 94 ft Jess Glynne - “My Love”; 9. Sigma - “Nobody To Love”; 10. Idina Menzel - “Let It Go”.
მასალის გამოყენების პირობები