”კარიბის ზღვის მეკობრეების” მეხუთე ნაწილის გადაღებები ავსტრალიაში, კერძოდ კი კვინსლენდის შტატის ტერიტორიაზე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ავსტრალიის კულტურის სამინისტრომ დაადასტურა. სენატორ ჯორჯ ბრენდისის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ფილმის გადაღებებისთვის 21 მილიონი დოლარი გამოყოს, მისი აზრით ამ ადგილის პოპულარიზაციისთვის ეს საუკეთესო ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ ფილმის რეჟისორები ხოაკიმ რონინგი და ესპენ სანდებერგი იქნებიან, პროდიუსერი კი ჯერი ბრუკჰაიმერი. მთავარ როლს მასში კვლავ ჯონი დეპი შეასრულებს. ფილმის პრემიერა 2017 წლის 7 ივლისს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები