რუბრიკები
ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე საკრებულოსაც ტოვებს
ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა კონსულტაციები 10 დღეში დაიწყება, - ამის შესახებ ფოთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზურაბ ჩაჩუა აცხადებს. საკრებულოს წევრების თქმით, ამ ეტაპზე კანდიდატურა არ სახელდება, თუმცა ისინი თავმჯდომარის პოსტზე ფრაქციის ერთ-ერთ წევრს დაასახელებენ.
როგორც საკრებულოს იურიდიულ სამსახურში განმარტეს, საკრებულოს ერთი მესამედი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს, რის შემდეგაც სხდომა დაინიშნება. საკრებულოს 3 წევრი კანდიდატურას დაასახელებს, შესაძლებელია დასახელდეს რამდენიმეც. თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება. ამ ეტაპზე, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე ზურაბ ფაჩულია ასრულებს. გუშინ ოთარ ხარჩილავა თანამდებობიდან გადააყენეს. ხარჩილავას იმპიჩმენტის საკითხი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დააყენა. როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, ყოფილი თავმჯდომარე უფლებამოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა.
ოთარ ხარჩილავას განცხადებით, მას კანონის თანახმად უფლება აქვს საკრებულოს წევრი იყოს, თუმცა საკრებულოს უახლოეს დღეებში დატოვებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები