ფოთის მე-6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს თავში რკინის სკამი ჩაარტყა.შემთხვევა გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა.დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სკოლაში ამბობენ, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი გუშინ,სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა და,სავარაუდოდ,დღევანდელი შემთხვევაც გუშინდელის გაგრძელება იყო.
სკოლის დირექტორის განცხადებით, მოზარდი, რომელმაც თანაკლასელს რკინის სკამი ჩაარტყა, მე-6 სკოლაში ახალი გადმოსულია და თანაკლასელებთან ურთიერთობის პრობლემები აქვს.იგი მშობლებთან ერთად ფოთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები