„ბინდის“ თაყვანისმცემლები მალე საგის ახალ ფილმებს იხილავენ, მაგრამ მათი ჩვენება კინოთეატრებში არ მოხდება.
სტუდია Lionsgate და ავტორი სტეფანი მაიერი Facebook-თან თანამშრომლობით მოკლემეტრაჟიანი ფილმების ახალ სერიას შექმნის, რომელიც პოპულარულ ფრენჩაიზიაზე იქნება დაფუძნებული.
ის მომავალ წელს ექსკლუზიურად სოციალურ ქსელში გავრცელდება. მრავალსაფეხურიანი კონკურსის ფარგლებში აირჩევა მინიმუმ ხუთი ქალი „მთხრობელები – „ბინდის საგის“ შემოქმედებითი ხმები“, რომლებიც ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორები იქნებიან.
მონაწილეების არჩევით დაკავდება ჯგუფი, რომელშიც თავად მაიერი, კრისტენ სტიუარტი, ქეით უინსლეტი, ოქტავია სპენსერი , რეჟისორი კეტრიკ ჰარდვიკი, სერიალის „ამერიკული ოჯახი“ ვარსკვლავი ჯული ბოუენი და ორგანიზაციის „ქალი კინოში“ პრეზიდენტი, ქეითი შულმანი შევლენ.
თაყვანისმცემლები ჟიურის წევრებს დაეხმარებიან საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის გამოვლენაში. გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს და კარიერული წინსვლის შანსს. კონკურსი Facebook-ის ორ პორტალსა და Tongal-ზე ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები