დევიდ ბექჰემი, ჯეი-ზისა და ბიონსეს ვარსკვლავურ ოჯახთან ერთად, „ბარსელონასა“ და „სენჟერმენს“ შორის გამართულ უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშს დაესწრო. სამეული „Parc des Princes“-ის „ა-კლასის“ სტუმართა სიაში იყო. ამავე ნუსხაში იყვნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ფაბიო კანავარო.
ფოტოებსა და ვიდეოებში კარგად ჩანს, რომ ბექჰემი ჯეი-ზის ესაუბრება და დაწვრილებით უხსნის თამაშის წესებს. შეხვედრა „ბარსელონას“ დამარცხებითა და 3:2 ანგარიშით დამთავრდა.
როგორც იცით, ჯეი-ზისა და ბიონსეს მუსიკალური ტურნე „On The Run” სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბექჰემმა კი თავისი საფეხბურთო კარიერა გასულ წელს, 39 წლის ასაკში დაასრულა.
იხილეთ თამაშზე დამსწრეთა ფოტოები:
[gallery ids="22350,22351,22352,22353"]
მასალის გამოყენების პირობები