ამერიკელი მილიარდერი ელონ მასკი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობის გადარჩენის გარანტირებისთვის აუცილებელია მარსზე მილიონი ადამიანის დასახლება და უმჯობესია თუ ეს ამ საუკუნის ბოლომდე მოხდება. ამის თაობაზე მასკმა Aoen-თან ინტერვიუში განაცხადა.
SpaceX-ის და Tesla Motors-ის დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯით შეძლებენ ადამიანები სხვა ვარსკვლავებზე დასახლებასაც, როცა მზე კვდომას დაიწყებს.
ელონ მასკმა განაცხადა, რომ არ იზიარებს იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ ბუნებას უნდა დავუბრუნდეთ, სოფლებში გადავსახლდეთ საცხოვრებლად და უარი ვთქვათ ბევრ ტექნოლოგიაზე. სწორედ გონება და ტექნოლოგიები აძლევს კაცობრიობას შანსს მიუახლოვდეს თავის შესაძლებლობებს.
მილიარდერი დარწმუნებულია, რომ არცერთ ცივილიზაციას სამყაროში არ შეუძლია უსასრულოდ განვითარება, თუ ერთ პლანეტაზე ცხოვრებით შემოიფარგლება. ამიტომ, მისი აზრით, ჯერ საჭიროა მარსზე გადასახლება და გენეტიკური ნაირსახეობის შესაქმნელად, წითელ პლანეტაზე საჭირო იქნება მინიმუმ მილიონი ადამიანის დასახლება.
ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანების იქ გადასაყვანად კი, ელონ მასკის აზრით, საჭირო იქნება 100 ათასი გადაფრენის მოწყობა და ამის გაკეთება 100 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები