ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია,გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა,არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორი როსტომ გამისონია და ამავე ორგანიზაციის დასავლეთ რეგიონის კოორდინატორი როსტომ დარახველიძე დღეს ხამისკურის მოსახლეობას შეხვდნენ.
ბოლო წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი წყალსადენი სისტემების გამო მოსახლეობას უსაფრთხო სასმელი წყალი არ მიეწოდება. ხამისკურის მოსახლეობის მიერ გაკეთდა სათაო ნაგებობა,საიდანაც გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ ერთობლივი თანამშრომლობით შეიცვლება მილები და ძველს ახალი მაგისტრალი ჩაანაცვლებს.
პროექტის განხორციელების შემდეგ ხამისკურის 110 ოჯახი,საჯარო სკოლა,საბავშვო ბაღი და კერძო საწარმოები სასმელი წყალით უზრუნველყოფილი იქნება. წყალს ჩაუტარდება ქიმია-ბიოლოგიური ანალიზი. გამგებელი მოსახლეობას სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით თანადგომას დაჰპირდა.
მასალის გამოყენების პირობები