5 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდი“ ბაიას საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. ს/კ „ზუგდიდის“ დირექტორის გელა ინალიშვილის თქმით, ბაზაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. მისივე განმარტებით, ბაიას საწვრთნელი ბაზის კედლებზე უასფრთხოების ბალიშები უკვე გაიკრა და ამ წუთებში სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
„ვთხოვ, „ზუგდიდის“ ყველა გულშემატკივარს მოვიდეს და მხარი დაუჭიროს კლუბს. გულშემატკივარი მართლა მონატრებულია კარგ თამაშს და ჩვენ დიდიხანია არასახარბიელო პოზიციაზე ვიმყოფებით. ჩვენ, ადმინისტრაცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდს კარგი პირობები ჰქონდეს. დანარჩენი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული“, - ამბობს „ზუგდიდის“ დირექტორი გელა ინალიშვილი.
ცნობისთვის, ზუგდიდის „ზუგდიდი“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები