ცოტა ხნის წინ მთელი ინტერნეტი აჭრელდა ცნობილი ადამიანების პირადი სურათებით. ჰაკერებმა ვარსკვლავების ტელეფონები გატეხეს და ქსელში ჯენიფერ ლოურენსის, კირსტენ დანსტის, ქეით აპტონის, ბარ რაფაელის და სხვების სურათები განათავსეს. შეურაცხყოფილი სელებრითები მორალური ზიანის საკონპენსაციოდ კომპანია Google-ისგან 100 მილიონ დოლარს ითხოვენ.
ვარსკვლავების ადვოკატები Google-ს ადანაშაულებენ იმაში, რომ დროულად არ წაიშალა სურათები. „როგორც NFL არ იღებს ხმას, რომ მისი მოთამაშეები ქალებსა და ბავშვებს თავს ესხმიან, ისე Google ხუჭავს თვალებს იმაზე, რომ ეს საიტი არა ერთხელ გამოიყენეს ქალების დასამცირებლად“, – განაცხადა ადვოკატმა მარტი სინგერმა.
„ჩვენ, მოთხოვნის მიღებიდან რამდენიმე საათში, ათი ათასამდე სურათი წავშალეთ,- პროტესტს გამოთქვამს Google-ის წარმომადგენელი. – დავხურეთ ასობით ექაუნთი. ინტერნეტს მრავალი კარგი რამისთვის იყენებენ. პირადი სურათების მოპარვა მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება“.
მასალის გამოყენების პირობები