ინგრედიენტები: ქოქოსის ფანტელი 2.5 ჭ შაქარი 3/4 ჭიქა კვერცხის ცილა 2 მარილი 1/4 ჩ.კ ვანილი შოკოლადი 60 გ კარაქი 1 ჩ.კ
მომზადების წესი: გავახუროთ ღუმელი 175 გრადუსზე. ჯამში ავურიოთ ქოქოსის ფანტელი, მარილი, შაქარი, მსუბუქად ატქვეფილი კვერცხის ცილა და ვანილი. ავიღოთ პატარა გუნდები, მივცეტ პირამიდის ფორმა და დავალაგოთ ქაღალდაფენილ ტაფაზე. შეგვიძლია საკონდიტრო შპრიცით დავსვათ პირამიდები. გამოვაცხოთ 10-14 წუთი. ფრთხილად ვიყოთ რომ არ დაიწვას, მხოლოდ მსუბუქად უნდა შეიფეროს. შევაგრილოთ ფორმაშივე და შემდეგ ავიღოთ. ბოლომდე რომ გაცივდება, გავადნოთ შოკოლადი და კარაქი. პირამიდები ამოვავლოთ შოკოლადში ან ზემოდან მოვასხათ.
მასალის გამოყენების პირობები