რუბრიკები
თვეში რამდენი დოლარი სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის
პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი ფული სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის. აღმოჩნდა, რომ ცხოვრებისეული პრობლემების გასაქარწყლებლად წელიწადში 75 ათასი, ანუ თვეში 6250 დოლარი საკმარისია. კვლევის ავტორები ეკონომისტი ანგუს დიტონი და ფსიქოლოგი დენიელ დანამენი აღნიშნავენ, რომ თანხის სწორედ ეს ოდენობაა ბედნიერების განმსაზღვრელი, რადგან თუკი ადამიანი ნაკლებს გამოიმუშავებს, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და კონფლიქტებს ძნელად უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ თუ ადამიანს წელიწადში 75 ათასზე მეტი აქვს, ეს კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდას აღარ აძლიერებს. კვლევაში მონაწილეობა 450 ათასმა ამერიკელმა მიიღო. გამოკითხულა 85% აცხადებს, რომ დილით საუკეთესო განწყობაზე იღვიძებს მიუხედავად იმისა, რამდენს უხდიან. სტრესული მდგომარეობაში 24% იმყოფება, ასევე 24%-მა აღირა, რომ დეპრესიაშია. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 51%-ს, რომლებიც თვეში ათას დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, მეუღლესთან განქორწინების საშიშროება აფიქრებთ. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ფული ბედნიერებასთან არაპირდაპირ კავშირშია: "მაღალი შემოსავალი ვერ გაგაბედნიერებთ, მაგრამ ცხოვრების ისეთ პირობებს შეგიქმნით, რომელსაც ბედნიერებად ჩათვლით”.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.