წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაცატუში მცხოვრები გოგილავების ოჯახი დააყაჩაღეს. დაზარალებულ ვალტერ გოგილავას განმარტებით,სახლში რამდენიმე უცნობი პირი შეიჭრა და ის და მისი ცოლი სასტიკად სცემა.ყაჩაღებმა გოგილავების სახლი გაჩხრიკეს და 200 ლარი წაიღეს.
მეზობლების ინფორმაციით,ოჯახის უფროსი ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო"რესპუბლიკაში" გადაიყვანეს. მომხდარს ზუგდიდის პოლიცია იძიებს.
ყაჩაღური ჯგუფის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები