რუბრიკები
სამეგრელოში ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ,რომ დაკავებული არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში, როინ მანია და გოდერძი კვარაცხელია.
გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლის წარმომადგენლებმა რომან მანიამ და გოდერძი კვარაცხელიამ, მოქალაქეს ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვეს 850 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები