რუბრიკები
ნოქალაქევი-ბანძა-ხონის 16 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 16 კილომეტრიანი საავტომობილო გზის, ნოქალაქევი-ბანძა-ხონის რეაბილიტაციას ახორციელებს. პარალელურად, დამხმარე ნაგებობების - კიუვეტებისა და ბოგირების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 7 357 130 ლარს შეადგენს. გზის მშენებლობა 2014 წლის 8 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტს სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები