ბევრისთვის მოულოდნელია ალბათ ის, რომ ციფრულ ეპოქაში ჯერ კიდევ პოპულარულია ფირფიტები, თან არამხოლოდ პოპულარულია, მათი გაყიდვებიც კი იზრდება. მაგალითად, 2014 წელს უკვე გაიყიდა 844,122 ფირფიტა, რაც აჭარბებს 2013 წლის მთლიან მაჩვენებელს, მაშინ ამ ციფრმა 829,243 ეგზემპლარი შეადგინა.
გაყიდვების ლიდერია ჯგუფი Arctic Monkey’, მას მოსდევს ჯეკ უაითი და ოაზისი თავისი 1994 წლის ალბომით Definitely Maybe. ტოპ ხუთეულს ასრულებენ Royal Blood და Led Zeppelin.
მიუხედავად ამისა, ფირფიტების გაყიდვების წილი საერთო ბაზარზე არ აღემატება 3% -ს, დანარჩენი 97% კი, როგორც მოსალოდნელი იყო, CD-ზე მოდის.
მასალის გამოყენების პირობები