ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას - ,,სიკეთე გადამდებია" მართავენ. აქცია იმ ადამიანების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელთა დახმარებაც, ამ ეტაპზე, მწირი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველი აქცია ქალაქ ზუგდიდის მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლის, სანდრო სორდიას ინიციატივითა და მისი მეგობრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ამასთან, უცხოეთში მოღვაწე ზუგდიდელმა ახალგაზრდამ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, პირველი ხელფასი სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულთა დასახმარებლად გაიღო. აღნიშნული თანხით შესაძლებელი გახდა 10 ოჯახისათვის სურსათის შეძენა.
"შემოგვიერთდით! ჩვენ იმედი გვაქვს - ,,ქველმოქმედება გადამდებია", - ნათქვამია მერიის ოფიციალურ ფესიბუკის ვებგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები