რუბრიკები
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში საბავშვო ბაღი შენდება
სოფელ ნორიოს 3 ათასამდე მოსახლეს პირველად, წლის ბოლოს ახალი საბავშვო ბაღი ექნება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა დაიწყო.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71 318 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებს შპს „თუთარჩელა“ ასრულებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები