ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმმა “მანდარინები”, რომელიც ომისა და კონფლიქტების თემას ეძღვნება ფრანგული ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა.
კინოფესტივალი, რომელიც სპეციფიკური ომის თემას ეძღვნება საფრანგეთში გაიმართა.
“მანდარინებს” ჟიურის გრან–პრი ერგო. კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, ირანელი რეჟისორი მოხსენ მახბან ბაფი იყო. ფილმი სწორედ ჟიურისა და მაყურებლის რჩეული გახდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ურუშაძე „War On Screen 2014’-ის facebook-ის გვერდზე შევიდა და დაწერა: „ძალიან მოხარული ვარ. ეს დიდი პატივია. ძალიან დიდი მადლობა!“
გარდა ამისა, „მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური თანამშრომლობით შექმნილი პირველი სურათია, ცოტა ხნის წინ „ოსკარზე“, ნომინაციაში – „საუკეთესო უცხოური ფილმი“, წარადგინეს.
ეს სურათი საუკეთესო ფილმად დასახელდა ბელგიის კინოფესტივალზეც.
„მანდარინებმა“, 2013 წელს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, 15 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. მათ შორის არის 2013 წლის ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის, 2014 წლის სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალისა და BIFEST-ის პრემიები.
შეგახსენებთ, რომ ეს ფილმის მე–19 ჯილდოა.
მასალის გამოყენების პირობები