შსს–ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 35 წლის კობა ე.დააკავეს.
გამოძიების ცნობით,დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს,4 პირთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა,150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს–ს ცნობით,სამართალდამცავებმა კობა ე. 8 ოქტომბერს,ზუგდიდში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი გატაცებული მედლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციის ცნობით, დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები