ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურორად ალექსეი ლომია დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. აფხაზური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს,რომ ლომია 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეა.
მისი ე.წ. კანდიდატურა ე.წ. პარლამენტში დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ წარადგინა.
ცნობისთვის:ალექსეი კუმფის ძე ლომია 1966 წლის 20 ივნისს სოხუმში დაიბადა.1983 წელს დაამთავრა სოხუმის №10 საშუალო სკოლა.ამავე წელს ჩააბარ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1988-1990 წლებში აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტად მუშაობდა.
2011 წლის დეკემბრიდან ლომია აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები