ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ "სოფლის მხარდამჭერი პროგრამისა" და რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის განხორცილება დაიწყო. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე მონიტორინგს გამგეობის პროგრამების მართვისა და მონიტორინგის, საპროექტო-სახარჯვთაღრიცხვო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ახორცილებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მაია ღურწკაიას თქმით, მათ, ამ ეტაპზე, შენიშვნები აქვთ რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით. მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის ცენტრიდან, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ხიდამდე მისასვლელ საავტომობილო გზის მშენებლობასთან და სოფელ კახათის სასაფლაოს შემოღობვასთან მიმართებაში.
"მონიტორინგს ყოველდღე ვაწარმოებთ. დღეში 1 საათით გავდივართ და ვამოწმებთ მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს", - თქვა მაია ღურწკაიამ.
ცნობისთვის, სოფელ ორსანტიის ცენტრიდან, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ხიდამდე მისასვლელ საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ 540 ათასლი ლარია გამოყოფილილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შპს "ზუგდიდის საგზაო საამმართველო ახორციელებს".
მასალის გამოყენების პირობები