რუბრიკები
სენაკის წყალმომარაგების სისტემა განახლდება
2014 წლის სექტემბერში სენაკში „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაფინანსებით წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია დაახლოებით 20კმ სიგრძის მაგისტრალური ქსელისა და არსებული 800 მ3 მოცულობის წყალშემკრები რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე აშენდება 1000 მ3 რეზერვუარი. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის 20 ათასი მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. რეაბილიტაციის პროექტს შპს „ინ-სი“ ახორციელებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები