რუბრიკები
ზუგდიდში განახლებული საკონცერტო დარბაზი გაიხსნება
ზუგდიდში, ყოფილი „ენგურქაღალდკომბინატის“ კულტურის სახლის, ამჟამად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა.
10 ოქტომბერს, განახლებული საკონცერტო დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. მაყურებელი ცენტრ „ოდიშის“ მუსიკალური ბენდის პრეზენტაციას იხილავს და ახალგაზრდა ვოკალისტის, თაკო ღაჭავას სოლო შესრულებას მოისმენს.
საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციისათვის „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 244 779 ლარი გამოიყო. სრულიად განახლდა და მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა ახალი სავარძლები, ხალიჩა და ხანძარმედეგი ფარდები.
პანელებით განახლდა დარბაზის კედლები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „კპიტელმა“ და ი.მ. „იმედი ხარჩილავამ“ განახორციელა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები