ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 37 საჯარო სკოლის დირექტორებს ირჩევენ. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გონერ პაპავას თქმით,არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მისი შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ამ წუთებშიც ვიღებთ ინფორმაციას.კენჭისყრა უკვე დამთავრდა განმუხურისა და ქალაქ ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლებში და იქ წარდგენილი დირექტორები უკვე შეირჩა“,- თქვა გონერ პაპავამ.
მისივე ინფორმაციით,ყველა საჯარო სკოლაში,გარდა მე-3 საჯარო სკოლისა, თითო-თითო კანდიდატი იყო წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები