რუბრიკები
ზუგდიდში პირველი სკოლის წინ ,,მწოლიარე პოლიციელი" დაამონტაჟეს
პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირისა და გზის განაპირას მდებარე სასწავლო დაწესებულების არსებობის გამო ,(რაც განსაკუთრებით სახიფათოს ხდიდა ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას),ზუგდიდის მერიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღმაშენებლის გამზირის მოცემულ მონაკვეთზე ,,მწოლიარე პოლიციელი" დამონტაჟებულიყო.
ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას თქმით,
,,მწოლიარე პოლიციელი" ასევე დამონტაჟდება ზუგდიდის მე-4,მე-6 და მე-3 საჯარო სკოლების წინ.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებითა და ქალაქ ზუგდიდის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უშუალო ზედამხედველობით განხორციელდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები