მეთევზეები მთავრობის იმ დადგენილებას აპროტესტებენ,რომლის თანახმადაც საქართველოს მასშტაბით, ტერიტორიულ წყლებში სახლართი ბადეებით თევზაობა აიკრძალა.
მეთევზეები აცხადებენ, რომ სხვა საშუალებით მათ თევზაობა არ შეუძლიათ და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.
"სასროლი ბადეებით თევზს ვერ ვიჭერთ, ოჯახები გვყავს და ლუკმა-პურს თევზაობით ვშოულობთ, ვითხოვთ დახმარებას და ყურადღებას",- აცხადებენ მეთევზეები.
დღეს აქციის მონაწილეებს კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე შეხვდა. იგი მეთევზეებს დახმარებას დაჰპირდა.ჯიბლაძემ განაცხადა,რომ საკითხი მთავრობის სხდომაზე გადის და როგორც მისთვის ცნობილია,სახლართი ბადეებით თევზაობა კვლავ დაიშვება.მეთევზეები ამბობენ,რომ თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს,ისინი საპროტესტო აქციას ისევ გამართავენ. მთავრობის გადაწყვეტილებას ფოთში 400-მდე ოჯახი ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები