ზუგდიდში, სოფელ ორსანტიაში 3 შეიარაღებული პირი საჯაიების ოჯახს თავს დაესხა. მძარცველებმა ოჯახის წევრები სასტიკად აწამეს.მძარცველებმა საჯაიების სახლიდან 3 ათასი ლარი წაიღეს.
ოჯახის დიასახლისი მანანა გვასალია მძიმე მდგომარეობაშია,მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს და ის ამ დროისთვის საკუთარ სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
დაზარალებულები იხსენებენ,რომ თავდამსხმელები მათ ძვირფასეულობისა და ფულის გამოძალვის მიზნით საათნახევრის განმავლობაში აწამებდნენ.
სოფელ ორსანტიაში საჯაიების ოჯახში საპარტულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები